რობერტ ფიცო - ევროკომისიასთან 15 ივლისს შეთანხმების მიღწევას ველოდებით, რომ რუსულ გაზზე უარის შემთხვევაში სლოვაკეთი არ დაზარალდება და სანქციების მე-18 პაკეტი იქნება მიღებული
რობერტ ფიცო - ევროკომისიასთან 15 ივლისს შეთანხმების მიღწევას ველოდებით, რომ რუსულ გაზზე უარის შემთხვევაში სლოვაკეთი არ დაზარალდება და სანქციების მე-18 პაკეტი იქნება მიღებული

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღების სანაცვლოდ ევროკომისიასთან შეთანხმებას ელოდება.

რობერტ ფიცო ელოდება, რომ 15 ივლისს ევროკომისიასთან შეთანხმებას მიაღწევს, რომელიც მისცემს გარანტიებს, რომ რუსულ გაზზე უარის თქმის შემთხვევაში სლოვაკეთი არ დაზარალდება. თავის მხრივ, ეს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სანქციების პაკეტის მიღების ბლოკირებას გააუქმებს.

რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გაურკვეველია, მიღწეული იქნება თუ არა შეთანხმება, რადგან ზოგიერთი საკითხი კვლავ გადაუჭრელია.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარანტიების გარეშე არ მისცემს თანხმობას ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტზე.

„ჯერ კიდევ მხოლოდ დაპირებების ეტაპზე ვართ“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „საკმაოდ მკაცრი“ სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან.

„ჩვენ არ დავთანხმდებით მე-18 პაკეტს, ვიდრე ჩვენს მაგიდაზე რაღაც არ იქნება“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.