რობერტ ფიცო – დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს

00:05, 20.09.2026

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია, მისი თქმით, „წარუმატებელი“ აღმოჩნდა.

ფიცოს განცხადებით, ევროპა უკრაინაში ომის შედეგად ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებასთან ახლა ყველაზე ახლოს არის.

როგორც ფიცომ აღნიშნა, ევროპა „სასიკვდილო საფრთხის“ წინაშე დგას, რადგან დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერით „ცეცხლზე ნავთს ასხამს“.

„უკრაინაში ომის გზით რუსეთის განადგურების სტრატეგიის მარცხმა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი მიიყვანა დასკვნამდე, რომ თუ მიზნის მიღწევა უკრაინის არმიისა და მისი სრული მხარდაჭერის მეშვეობით შეუძლებელია, მაშინ ყველა ძალისხმევა უნდა მოხმარდეს რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის გაჩაღებას“, – განაცხადა ფიცომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი არც სლოვაკეთის და არც ნატო-ს ომი არ არის.

მსგავსი