რობერტ ფიცო - აშკარაა, რომ არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ სტრატეგიული გარღვევის მიღწევა ბრძოლის ველზე
აშკარაა, რომ არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ სტრატეგიული გარღვევის მიღწევა ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ერევანში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ერევნის დიალოგი — 2025“-ზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ომმა უზარმაზარი ტანჯვა მიაყენა უდანაშაულო ხალხს, ასევე შეეხო მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში და გამოიწვია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასების ზრდა ან მიწოდების ჯაჭვების გართულება.
რობერტ ფიცოს განცხადებით, „აშკარაა, რომ არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ სტრატეგიული გარღვევის მიღწევა ბრძოლის ველზე და ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის ინიციატივას ცეცხლის 30-დღიანი ყოვლისმომცველი შეწყვეტის შესახებ, რასაც მოჰყვება სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები, რომლებიც დაიწყო სტამბულში, გაგრძელდება და შედეგს მოიტანს. როგორც იცით, უკრაინა ჩვენი უდიდესი მეზობელია და ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიული, სუვერენული, სტაბილური და აყვავებული მეზობლები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ეს ჩვენი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესია“, – განაცხადა ფიცომ.