რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის დროს ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ დარტყმის საკითხს განიხილავს
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრის დროს ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ დარტყმის საკითხს განიხილავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის დროს ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ დარტყმის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ რობერტ ფიცომ ჩინეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„სლოვაკეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ამ გზით დაზიანება მიუღებელია“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

გასულ კვირას რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ რუსეთის მილსადენ „დრუჟბაზე“ დარტყმის მიზეზი გაუგებარია. „დრუჟბა“ უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდებისთვის ერთ-ერთი საკვანძო მილსადენია, რომელიც უკრაინულმა ძალებმა აგვისტოში რამდენჯერმე დაბომბეს.