რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ბევრ საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვს, თუმცა დიალოგის მომხრეა
რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ბევრ საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვს, თუმცა დიალოგის მომხრეა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისგან ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვს, თუმცა დიალოგის გაგრძელების სურვილი არ დაუკარგავს.

„ბევრ საკითხზე ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ფუნდამენტურად განსხვავებული, თუმცა, როგორც იცით, დიალოგის მომხრე ვარ. ამიტომ ჩემი მოვალეობაა, ჩავერთო დიალოგში მაშინაც კი, როდესაც ადამიანის შეხედულებები ჩემი შეხედულებებისგან განსხვავდება“, – განაცხადა რობერტ ფიცომ ბრიუსელში, სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ზელენსკისთან მისი მეორე პირისპირ შეხვედრა იყო და ელოდება, რომ მესამე შეხვედრა პოლონეთის ქალაქ გდანსკში, უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.

„გვინდა, ვიხილოთ სტაბილური და დემოკრატიული უკრაინა, რადგან სლოვაკეთს სწორედ ასეთი უკრაინა სჭირდება“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.