რობერ ჰაბეკი - გერმანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის დახმარების გაწევაში
რობერ ჰაბეკი - გერმანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის დახმარების გაწევაში

გერმანიამ არ უნდა შეუშალოს ხელი სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის დახმარების გაწევაში, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერ ჰაბეკმა პოლონეთის მიერ უკრაინისადამი „ლეოპარდის“ საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„არის განსხვავება საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასა და სხვების გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას შორის. შესაბამისად, გერმანია წინ არ უნდა აღუდგეს, როდესაც სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად იღებენ გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია“, – განაცხადა ჰაბეკმა.

ოთხშაბათს პოლონეთმა განაცხადა, რომ, პარტნიორებთან კოალიციის ფარგლებში, უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემას აპირებს. „ლეოპარდი“ გერმანული წარმოების ტანკია და მისი ექსპორტისთვის გერმანიის ფედერალური მთავრობის თანხმობაა საჭირო.