მიუნხენის „ბაიერნმა“ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ჰოლანდიელ ნახევარმცველთან არიენ რობენთან, – წერს გერმანიის ჩემპიონის ოფიციალური გვერდი. ახალი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
34 წლის ჰოლანდიელმა კონტრაქტი გერმანიის თასის ფინალამდე ორი დღით ადრე გააფორმა. სეზონის ბოლო მატჩში „ბაიერნი“ ბერლინში „აინტრახტს“ შეხვდება.
რობენი „ბაიერნში“ 2009 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში, მან შვიდჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ოთხჯერ – ქვეყნის თასი და ერთხელ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.