რობ კარნიმ შესანიშნავი კარიერა დაასრულა - 15 ტიტული 15 წელში [ვიდეო]
ირლანდიური „ლენსტერი“ გუშინ ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში „სარასენსთან“ დამარცხდა. მატჩის შემდეგ კლუბის ფულბეკმა რობ კარნიმ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
კარნი „ვუდ კოლეჯში“ თამაშობდა და ირლანდიის სკოლების და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. მას „ლენსტერში“ დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. პირველი სანაკრებო კეპი მორაგბემ 2007 წელს, არგენტინასთან მოიპოვა და მას შემდეგ „სამყურების“ განუყოფელი ნაწილი იყო.
2012 წელს „ლენსტერმა“ „ჰეინიკენის თასი“ (Heineken Cup – ამჟამინდელი ჩემპიონთა თასი) მოიგო და კარნიმ საუკეთესო ევროპელი მორაგბის სტატუსი დაიმსახურა. 2013-ში იგი ბრიტანელი და ირლანდიელი შემადგენლობაში მოხვდა. ორ წელში მან მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ზედიზედ სამ მატჩში მოახერხა ლელოს დადება და ეროვნული რეკორდი დაამყარა.
კარნიმ ირლანდიის ნაკრებში 95 კეპი მოიპოვა, „ლენსტერში“ კი 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. კლუბთან ერთად, რომელიც არასდროს დაუტოვებია, მან ჩემპიონთა თასი ოთხჯერ (2009, 2011, 2012, 2018), „ჩელენჯ ქაფი“ (Challenge Cup) ერთხელ (2013) და „პრო 14“ ექვსჯერ (2008, 2013, 2014, 2018, 2019, 2020) მოიგო. ირლანდიის ნაკრებთან ერთად ექვსი ერის გამარჯვებული ოთხჯერ (2009, 2014, 2015, 2018) გახდა.