რიყის პარკში ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის კონცერტები Cultural Night Tours In Georgia გაიმართება
რიყის პარკში ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის კონცერტები Cultural Night Tours In Georgia გაიმართება

9 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, საღამოს 20:00 საათზე, რიყის პარკში ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ქართული ცეკვის კონცერტები Cultural Night Tours In Georgia გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „თეატრალური კვარტეტი“.
ღონისძიებები პროექტ Chek In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. კონცერტებზე დასწრება უფასოა.