ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ, უსმან დემბელეს შესახებ ისაუბრა.
„უსმან დემბელე „ბარსელონასთან“ ერთად ლისაბონში გაემგზავრა და შესაძლოა „ბაიერნის“ წინააღმდეგ ვიხილოთ. ის კატალონიური კლუბის კოზირი გახლავთ და შეუძლია სათადარიგო სკამიდან ჩართვის შემდგომ შეცვალოს მატჩის მიმდინარეობა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს დატოვებს გუნდს, მაგრამ ამ ეტაპზე ის „ბარსელონას“ ფეხბურთელია და მთავარმა მწვრთნელმა ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
ჭორების მიხედვით, მას შემდეგ რაც ჯეიდონ სანჩოს ყიდვასთან დაკავშირებით „მანჩესტერ იუნაიტედს“ გარკვეული პრობლემები შეექმნა, წითლები შეეცდებიან დემბელეს გადაბირებას. მათთვის ის შესანიშნავი ვარიანტია და ვფიქრობ კარგად მოერგება პრემიერ ლიგას“, – ამბობს რივალდო.
შეგახსენებთ რომ, კატალონიის „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 11 საათზე გაიმართება.