რივალდო - ბრაზილია ძალიან ცუდად თამაშობს, ჩვენი საუკეთესო მოთამაშეები ვერ აჩვენებენ იმას, რასაც თავიანთ კლუბებში აკეთებენ #1TVSPORT
წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო უკმაყოფილოა თავისი ქვეყნის ნაკრების თამაშით.
„ბრაზილია ძალიან ცუდად თამაშობს. ეროვნულ ნაკრებს ძალიან ცუდი დრო უდგას. ეს სამწუხაროა და ამის გამო ხალხი აღშფოთებულია.
ძალიან ნაღვლიანია წაგება პარაგვაისთან, რომელიც ბრაზილიას ძალიან ჩამორჩება. პარაგვაიმ მოუგო ბრაზილიას გოლით, რომელიც მეორე იყო ამ გუნდისთვის მთლიანად შესარჩევ ტურნირზე. ჩვენ წინ უნდა ვიაროთ და ახლა მხოლოდ ჩილესთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ამ გუნდთან წაგება ძალიან გაართულებს სიტუაციას.
დღეს ჩვენ მზად არ ვართ და ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები არ აჩვენებენ კარგ ფეხბურთს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრებით, მაგრამ ცუდია იქ წასვლა ისე, რომ არ იცი, ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში და რომელი ფეხბურთელები წარადგენენ ქვეყანას.
საგანგაშო პერიოდია და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვიდეთ აქედან. დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ მომდევნო მატჩები და ფეხბურთელებმა ნაკრებში უნდა აჩვენონ ის, რასაც თავიანთ კლუბებში აკეთებენ“, – განაცხადა ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.
ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ხუთ ტურში ოთხჯერ წააგო და რვა ტურის შემდეგ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკიდან ექვსი საუკეთესო გუნდი გაემგზავრება.