რიტის პაულასკასი - გამოვდივართ მოწოდებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის დაუყოვნებლივ გაიხსნას წვდომა
რიტის პაულასკასი - გამოვდივართ მოწოდებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის დაუყოვნებლივ გაიხსნას წვდომა

გაერო-ში ლიეტუვას წარმომადგენლის რიტის პაულასკასის განცხადებით, საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რაც უკვე 14 წელია, გრძელდება. მისივე თქმთ, რუსეთი აგრძელებს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც მან აიღო ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმებით. 

აღნიშნულის შესახებ რიტის პაულასკასმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაულასკასმა აღნიშნული განცხადება გააკეთა – დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ნორვეგიის, შევდეთის და ლიეტუვის სახელით. ამავე განცხადებას შეურთდნენ ბულგარეთი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკდედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უკრაინა.

„ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა დავადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამწუხაროდ, საქართველო კვლავაც განაგრძობს ტანჯვას რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რაც უკვე 14 წელია გრძელდება. სავალალოა, რომ რუსეთი აგრძელებს იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელიც მან აიღო ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმებით. რუსეთს კვალავაც ჰყავს სამხედროები განთავსებული საქართველოს მიწაზე. მეტიც არალეგალური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა აფხაზეთში 2022 წლის მარტში და ასევე არალეგალური ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში 2022 წლის აპრილში. ეს კი წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ დარღვევას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სიტუაციის გაუარესების ფაქტებით. ეს ის რეგიონებია, რომელებიც ოკუპირებული აქვს რუსეთს. გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. არის გატაცებისა და თვითნებური უკანონო დაკავების შემთხვევები. უპრეცედენტოდ არის შეზღუდული ადამიანების გადაადგილების თავისუფლება. მოსახლეობას არ მიუწვდება ხელი ჯანდაცვის სერვისებზე, ხოლო განათლების მიღება მშობლიურ ენაზე შეზღუდულია, რაც მიუღებელია. ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირს კვლავაც ჩამორთმეული აქვს უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად, საკუთარი ნებით დაბრუნდნენ საკუთარი სახლებში და აღიდგინონ საკუთრების უფლება. უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს შეზღუდული აქვთ წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა რიტის პაულასკასმნა.

რიტის პაულასკასის განცხადებით, აღნიშნულ რეგიონებში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას წვდომა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისისთვის, ასევე სხვა ჰუმანიტარულ და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.

„ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისისთვის, ასევე სხვა ჰუმანიტარულ და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის დაუყოვნებლივ გაიხსნას წვდომა ამ რეგიონებში. გასულ წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი საეტაპო განაჩენი საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ადასტურებს, რომ როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორების ეფექტურ კონტროლს, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზეა ჩადენილი, მათ შორის მოქალაქეების მკვლელობაზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და ღირსების შელახვაზე. რუსეთის მიერ ჩადენილ ანალოგიურ დანაშაულებებს ვხედავთ დღეს უკრაინაში. ამ დანაშაულებებზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა პაულასკასმნა.