„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი - იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში
„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი - იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში

მოვისმინეთ პოზიცია მთავრობისა, რომელიც ცდილობს, რომ დააბალანსოს ეკონომიკური რისკები ჯანდაცვის რისკებთან, – ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, სავაჭრო ცენტრებსა და მსხვილ ქსელურ მაღაზიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა რევაზ მაღალაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სექტორი ვითარებას პასუხისმგებლობით ეკიდება.

„ჩვენ კომერციული ორგანიზაციები ვართ, ბუნებრივია, რაც ნაკლები იქნება შეზღუდვა, ჩვენთვის უკეთესია, თუმცა პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ სიტუაციას. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა იყო დადებითი გზავნილები, რომელიც იმედიანად გვტოვებს, რომ როგორც მინიმუმ, ოპერირებას განვაგრძობთ, ოღონდ შეზღუდვების ფარგლებში,“- განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.