რიში სუნაკი - ჩვენ გვჭირდება ახალი ჩარჩო გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, საქართველოდან მოლდოვამდე, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ბირთვული საფრთხეებით დამთავრებული
რიში სუნაკი - ჩვენ გვჭირდება ახალი ჩარჩო გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, საქართველოდან მოლდოვამდე, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ბირთვული საფრთხეებით დამთავრებული

ჩვენ გვჭირდება ახალი ჩარჩო გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, საქართველოდან მოლდოვამდე, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ბირთვული საფრთხეებით დამთავრებული, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

როგორც რიში სუნაკმა აღნიშნა, რუსეთი ჩადიოდა უამრავ დარღვევას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არიან ნატო-ს კოლექტივის გარეთ.

„საერთაშორისო საზოგადოებაა ამაზე პაუხისმგებელი, ის არ იყო საკმარისად ძლიერი. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ იქამდე, ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება. ჩვენ უნდა მივცეთ მათ ნატო-ს შესაძლებლობები, დემონსტრირება უნდა გავაკეთოთ იმისა, რომ ამ მხარეს დავრჩებით“, – განაცხადა სუნაკმა.