რიში სუნაკი – არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, კაცი კაცია და ქალი – ქალი

20:09, 04.10.2023

არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მშობლებისთვის სადავო არ უნდა იყოს, იცოდნენ, რას ასწავლიან მათ შვილებს სკოლებში ურთიერთობების შესახებ.

„პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდესაც საავადმყოფოები საუბრობენ მამაკაცებზე ან ქალებზე. არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი  – ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მსგავსი