რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“  პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს
რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“  პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს

რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“  პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს.

კომპანიის ახალი დირექტორის და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრა დღეს უშედეგოდ დასრულდა.

მერაბ ლომინაძემ პროექტის მოწინააღმდეგეებს რამდენჯერმე განუმარტა, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება, ვიდრე ყველა კვლევა არ გადამოწმდება და დადასტურდება.

ამის მიუხედავად, რიონის ხეობის მცველები კვლავ ინვესტორის ხეობიდან გასვლას და სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

ადგილობრივებმა რამდენჯერმე სცადეს იმ ტერიტორიაზე შესვლა, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„გვაინტერესებს, ხეობაში რა სამუშაოების გაგრძელებას აპირებენ, გვინდა დავათვალიეროთ და პოლიციის ჯარი გვიდგას. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა და დასრულდეს ამ პროექტზე საუბარი. დაგვიბრუნონ ერთი ხელის მოწერით გასხვისებული მიწები“, – განაცხადა რიონის ხეობის მცხოვრებმა, მაკა სულაძემ.