რიო-დე-ჟანეირო კარნავალისთვის ემზადება
რიო-დე-ჟანეირო კარნავალისთვის ემზადება

რიო-დე-ჟანეირო ყველაზე პოპულარული კარნავალისთვის ემზადება, რომელიც ოფიციალურად 9 თებერვალს გაიხსნება, – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიოს ქუჩებში იმართება და მასში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ადამიანი მონაწილეობს.

ტიპური რიოს კარნავალი შედგება მოცეკვავეებისგან, მრავალფეროვნად და სახალისოდ ჩაცმული ხალხისგან, რომელიც რიოს ადგილობრივი სამბას სკოლებიდან არიან წარდგენილი. ერთ-ერთ სანახაობად რიოს კარნავალზე სამბა სკოლებს შორის მეტოქეობა ითვლება, რომელსაც ისინი დების პაექრობას უწოდებენ. ეს კონკურსი მთელი კარნავალის კულმინაციად მიიჩნევა, სადაც სამბას სკოლები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ყოველი სკოლა ირჩევს თემას, შემდეგ კი ცდილობს თავისი დადგმული ცეკვა წარმოაჩინოს. სამბას სკოლები ასევე მუშაობენ საუკეთესო კოსტიუმების, სიმღერებისა და ესთეტიკის შექმნაზე, რათა უკეთ წარმოაჩინონ თავი.