რიო დე ჟანეიროში 22:00 საათის შემდეგ ხმაურიანი მსვლელობების გამართვა აკრძალეს
რიო დე ჟანეიროში 22:00 საათის შემდეგ ხმაურიანი მსვლელობების გამართვა აკრძალეს

რიო დე ჟანეიროში 22:00 საათის შემდეგ ხმაურიანი მსვლელობების გამართვა აკრძალეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობაში მიიღეს.

როგორც ქალაქის მერმა მარსელუ კრიველამ განაცხადა, მხიარულ ღონისძიებებში, რომელიც რიოში თებერვალში იმართება, ქალაქი ყველა მცხოვრები არ მონაწილეობს და აუცილებელია მათი უფლებებიც დაცული იყოს.

„ხმაურის შესახებ კანონი იცავს ადამიანის უფლებას ჰქონდეთ პირადი ცხოვრება. ცხელ ხაზზე არაერთი ზარი შემოვიდა. მოქალაქეები გაუსაძლისი ხმაურის შესახებ იტყობინებოდნენ.“ – განაცხადა ქალაქის მერმა.
მისივე თქმით, მოცეკვავეთა დასებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან მუსიკალურ ინსტრუმენტებს ჩამოართმევენ. კანონი ხმაურის შესახებ რიოში დიდი ხანია მოქმედებს.

რეგულაციის მიხედვით, 22:00 საათის შემდეგ საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს ხმაურიანი ღონისძიებების გამართვა აკრძალულია, თუმცა ამ დირექტვას კარნავალის დროს არასდროს იცავდნენ. რიოში ტრადიციული კარნავალი პარასკევს დაიწყება.