რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა
რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად, ნიტეროის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ბრაზილიის სამოქალაქო თავდაცვის უწყების ინფორმაციით, განადგურებულია სულ მცირე ექვსი საცხოვრებელი სახლი. მსხვერპლთა შორის შორის ორი ბავშვია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილია 11 წლის ბიჭი, რომელიც ოჯახთან ერთად თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა, ასევე მისი უმცროსი და.

ამასთან, მაშველებმა 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ძლიერი წვიმა რეგიონში უკვე სამი დღეა გრძელდება.

2010 წელს ნიტეროის მუნიციპალიტეტში მეწყერს 48 ადამიანი ემსხვერპლა.