გამოცემა Ring Magazine-ის ვერსიით, ბრიტანელი მოკრივე ტაისონ ფიური თანამედროვეობის საუკეთესო მძიმეწონოსანად აღიარეს.
თებერვალში ფიური მსოფლიოს საკრივო კავშირის (WBC) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, როცა ამერიკელ დეონტეი უაილდერს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.
მეორე და მესამე ადგილებზეც ბრიტანელი მოკრივეები არიან – ენტონი ჯოშუა და დილიან უაიტი.
ფიურის პროფესიულ კარიერაში 30 მოგება (21 – ნოკაუტით) და ერთი ფრე აქვს.
შეგახსენებთ, რომ ფიურისა და ჯოშუას მენეჯერებმა მიაღწიეს შეთანხმებას მოკრივეებს შორის ორი ბრძოლის ჩატარებაზე. პირველი 2021 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს.