რიმა ბერაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - რომ ლაპარაკობთ კომპრომატებით და შანტაჟით შემოყვანილ ადამიანებზე, გთხოვთ, იყავით კონკრეტული, ვისზე გაქვთ კომპრომატი? ვინ, ვის აშანტაჟებს?
რიმა ბერაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - რომ ლაპარაკობთ კომპრომატებით და შანტაჟით შემოყვანილ ადამიანებზე, გთხოვთ, იყავით კონკრეტული, ვისზე გაქვთ კომპრომატი? ვინ, ვის აშანტაჟებს?

რომ ლაპარაკობთ კომპრომატები, შანტაჟი, მონები და ა.შ. ძალიან გთხოვთ, მაშინ იყავით კონკრეტული, ვისზე გაქვთ კომპრომატი? ვინ ვის აშანტაჟებს? და ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენლები, ამ ლექსიკით საუბრობთ ცოტა, მე ვფიქრობ, უხერხულია, – ასე გამოეხმაურა პლენარულ სესიაზე ფრაქცია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ“ ნონა მამულაშვილის, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ „ეს პარლამენტი არის კომპრომატებით და შანტაჟით შემოყვანილი ხალხი, რომელმაც ქართველ ხალხს არჩევანი მოპარა“.

„თქვენ, ახალი ბრძანდებით, დაფიქრდით მიკროფონთან ვიდრე ლაპარაკობთ, თქვენ გიყურებთ საქართველოს მოსახლეობა და თქვენთვის არის ცუდი შეფასებები, რომელსაც მიიღებთ. წლების განმავლობაში ამყოფებდით საქართველოს მოსახლეობას. სხვას ნუ გადმოაბრალებთ, თორემ ჩვენც შეგვიძლია, კონკრეტული ფაქტებით თითოეული თქვენგანის მისამართით ვისაუბროთ, მაგრამ ეს ფუნქცია დღევანდელ პარლამენტს არ აქვს. ჩვენ გვინდა, ხვალინდელ დღეზე ვისაუბროთ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

დატოვე კომენტარი