რიკარდ იოზვიაკი – ევროკომისია მაისში წარადგენს განახლებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია მაისში წარადგენს განახლებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსების შესახებ.
ამის შესახებ იოზვიაკი „ტვიტერში“ წერს.
„გაფართოების შესაბამისი ანგარიში მოსალოდნელია ოქტომბერში. ასე რომ, დარჩენილია ექვსი თვე, მაგრამ სამუშაო ვერსია ამჟამად არის – რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინასა და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“,- წერს რიკარდ იოზვიაკი.
European Commission set to come with update on EU accession statuses for #Ukraine, #Moldova & #Georgia in May. proper enlargement report expected in Oct. so 6 months to go but working assumption right now: recommendation to start accession talks with 🇺🇦🇲🇩 & cand status for 🇬🇪
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) April 3, 2023