რიკარდ იოზვიაკი – მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა, საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე დაბლა, ისეთ საკითხებზე თანამშრომლობისთვის, როგორიცაა დაკავშირებადობა

17:02, 12.10.2026

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ დღეს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე მოკლე დისკუსია გამართეს.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა, რომ საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა.

ამასთან, როგორც იოზვიაკმა აღნიშნა, მინისტრებს შორის უფრო ფართო დისკუსია იანვარში იქნება მოსალოდნელი.

„არსებითად, მათი პოზიცია უცვლელი დარჩა – ქვეყანაში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა, თუმცა არსებობს გარკვეული ინტერესი პოლიტიკურ დონეზე დაბლა, ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის გასაგრძელებლად, როგორიცაა დაკავშირებადობა. მინისტრებს შორის უფრო ფართო დისკუსია იანვარშია მოსალოდნელი“, – წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი.

მსგავსი