რიკ პერიმ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა
რიკ პერიმ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა

რიკ პერიმ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

„დღეს მე ვემშვიდობები ენერგეტიკის სამინისტროს. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობა. გემშვიდობებით“, –  წერს პერი მიკრობლოგ „თვითერზე“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პერი თანამდებობას ტოვებდა, ოქტომბერში გახდა ცნობილი.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, პერიმ თანამდებობა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბრის გამო დატოვა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სწორედ პერი იყო ამ სატელეფონო საუბრის ინიციატორი, თუმცა თავად ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

სავარაუდოდ, ახალ ენერგეტიკის მინისტრთან დაკავშირებით განხილვა სენატში დღეს გაიმართება.

დატოვე კომენტარი