რიკ დემსი - საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ნორმალურია, როცა უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია
რიკ დემსი - საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ნორმალურია, როცა უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია

თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ნორმალურია, როცა უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს, ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.

„მე მხოლოდ ახლა ვიწყებ ვიზიტს, თქვენ ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ, რომელზე პასუხისგანაც ალბათ თავს შევიკავებ, რადგან ჯერ უნდა შევხვდე პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს და სხვებს. მე ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის სპიკერსა და პარლამენტის წევრებს ვესაუბრე. გუშინ ევროპის საბჭოში ელჩი დამხვდა. ასევე, მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ოპოზიციისა და უმრავლესობის დელეგაციებს. ეს მეტყველებს, რომ საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია. სწორედ ამის თქმა მინდა თავიდანვე, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ყველა წევრ ქვეყანაშია. შესაძლოა, არა იმ მასშტაბით, როგორც საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, თუმცა ნორმალურია ის ვითარება, სადაც უმრავლესობა არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ამას დემოკრატია ჰქვია“, – განაცხადა რიკ დემსმა.