რიკ დემსი - ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აპირებენ, ჩაერიონ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში, ჩვენი მიზანია, საექსპერტო გამოცდილება მოგაწოდოთ
რიკ დემსი - ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის წევრები არ აპირებენ, ჩაერიონ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში, ჩვენი მიზანია, საექსპერტო გამოცდილება მოგაწოდოთ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე ონლაინშეხვედრაში მონაწილეობს.

შეხვედრაზე, რომლის სახელწოდებაცაა „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, რიკ დემსმა თავდაპირველად საქართველოს პარლამენტს მიულოცა, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა გაუმჯობესდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო იურდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, კოლეგებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ამ შეხვედრის გამართვისთვის. მიხარია, რომ ამ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. ჩვენ იმ მოდალურობაზე ვსაუბრობთ, რომელიც შეიტანა ჩვენს საქმიანობაში „კოვიდ-19“-ის პანდემიამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, საქართველოს პარლამენტს მივულოცო არა მხოლოდ რეფორმების გამო, რომელიც ახლახან ჩაატარეთ, რომელიც ჩატარდა ფართე კონსენსუსის საფუძველზე, არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდა დემოკრატიული ინსტიტუციების მუშაობა. მინდა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტს მივულოცო, თქვენ ხართ პირველი, რომლებსაც ჰყავთ საპარლამენტო ასამბლეის ექსპერტები.

ვცდილობთ, ევროსაბჭოში ჩვენ წევრ ქვეყნებს მივაწოდოთ ინსტრუმენტები, რომელშიც შედის გარკვეული, ასევე ვთქვათ, გემოვნებები გამომდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიციებიდან, სტამბოლის კონვენციიდან.

ეს გახლავთ სწორედ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის სახელმძღვანელო დოკუმენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას და ე.წ. კონვენცია, ხელშეკრულება – ერთი, რომელიც არის საერთაშორისო კონვენცია და მასში შედის სწორედ მონაცემთა მართვის ინსტრუმენტები. ამათი არ იზღუდება ჩვენი თანამშრომლობა. არის კიდევ უამრავი სხვა საკითხი, რომელთა თაობაზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ, რაც მთლიანად შეადგენს ექსპერტულ გამოცდილებას მთელ ევროსაბჭოში“, – განაცხადა რიკ დემსმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის წევრები ნამდვილად არ აპირებენ, ჩაერიონ იმ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში.

„მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის წევრები ნამდვილად არ აპირებენ, რომ ჩაერიონ იმ დებატებში, რომლებიც არჩევნების გარშემო იმართება საქართველოში, არამედ ჩვენი მიზანი და დანიშნულებაა, მოგაწოდოთ საექსპერტო გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით გაგვაჩნია.

ჩვენ ვართ გარკვეულად მომსახურების მომწოდებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დიდი მადლობა, რომ ჩაგვრთეთ ამ საქმიანობაში.

რაც შეეხება ვენეციის კომისიას, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ ის გახლავთ მაღალი დონის იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ და ფაქტობრივად, სწორედ ამ კომისიამ დაადგინა საარჩევნო ტანდარტები მთელ ევროპულ სივრცეში და ძალიან მადლიერები ვართ“, – განაცხადა რიკ დემსმა.

დატოვე კომენტარი