რიჰარდს კოლსი - ლატვია რჩება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად, ჩვენ მყარად ვდგავართ არაღიარების პოლიტიკაზე
რიჰარდს კოლსი - ლატვია რჩება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად, ჩვენ მყარად ვდგავართ არაღიარების პოლიტიკაზე

ლატვიის სახელით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ლატვია რჩება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად, ჩვენ მყარად ვდგავართ არაღიარების პოლიტიკაზე, – ამის შესახებ ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდს კოლსმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე განაცხადა.

„შავი ზღვის რეგიონი გახლავთ 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე არასტაბილურობის ცხელი წერტილი. ვხედავთ კონფლიქტებს, აგრესიას, სამხედრო წვრთნებს, ოკუპაციას. 11-მა წელმა გაიარა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელა, ხუთმა წელმა განვლო ყირიმის უკანონო ანექსიიდან. რატომ აღვნიშნავ ამას, ეს ხომ ისედაც ყველამ ვიცით როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, საჭიროა დროის ჩარჩოს გაჟღერებაც, ეს არ მომხდარა 50 წლის წინ, ეს 10 წლის წინ მოხდა. ბოლო ანექსიას ადგილი ჰქონდა ხუთი წლის წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლატვიის სახელით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ლატვია რჩება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად. ჩვენ მყარად ვდგავართ არაღიარების პოლიტიკაზე და ვგმობთ ამ ნაბიჯებს. მნიშვნელოვანია ნებისმიერი საერთაშორისო კონფერენციისთვის, რომ ხაზი გაესვას ამას. არსებობენ ადამიანი, ვისაც სურს, რომ ეს ყველაფერი გაქრეს ადამიანების მეხსიერებიდან“, – განაცხადა რიჰარდს კოლსმა.