რიჰარდ კოლსი - კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი
რიჰარდ კოლსი - კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი

საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას,- ამის შესახებ ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდ კოლსი „ტვიტერში“ წერს.

„ჩემი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ პროცესის სრულ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ლატვიის სეიმის წარმომადგენლის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.