„თორნიკე მორჩილაძემ „დინამო თბილისი“ დატოვა და ხორვატიის ჩემპიონის, „რიეკას“ რიგებს შეუერთდა, მადლობა და წარმატებას გისურვებთ სამომავლო კარიერაში“, – ამ განცახადებით თბილისურმა კლუბმა ახალგაზრდა თავდამსხმელის ტრანსფერი დაადასტურა.
თორნიკე მორჩილაძის გადასვლის შესახებ ინფორმაცია ხორვატულმა კლუბმაც გაავრცელა.
„23 წლის ქართველი თავდამსხმელი „რიეკას“ ახალი შენაძენია. მორჩილაძემ „თეთრებთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ის გაიზარდა „დინამო თბილისის“ აკადემიაში, მთავარ გუნდში თანდათანობით დაიმკვიდრა ადგილი და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იწვევდნენ. დამატებითი გამოცდილება იჯარით „თელავში“ გატარებულ ორ სეზონში მიიღო.
გასულ სეზონში მორჩილაძემ „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში 30 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ასევე იყო საქართველოს ნაკრების წევრი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე“, – წერია ხორვატული კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.