ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი მიიჩნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უნდა გამოიძიოს
სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი მიიჩნევს, რომ USAID-ის საქმიანობა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იქნას გამოძიებული.
ამის შესახებ რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ის, რასაც სამანტა პაუერი USAID-ის მეშვეობით, თქვენ მიერ გადახდილ დოლარებს უკეთებდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ის თქვენი ფულით ულტრამემარცხენე აქტივისტებსა და გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. გამოიძიეთ!“, – წერს რიჩარდ გრენელი სოციალურ ქსელში.
What Samantha Power did with your tax dollars at @usaid should be an FBI Investigation.
She used your money to fund crazy radical programs and far Left activists.
Investigate!
— Richard Grenell (@RichardGrenell) February 2, 2025