რიბერი გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
რიბერი გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

ფრანგი თავდამსხმელი ფრანკ რიბერი „ფიორენტინას“ 2019-2020 წლების სეზონში შეუერთდა. მას შემდეგ 37 წლის ფეხბურთელს ტრავმები ხშირად აწუხებდა და ფლორენციული გუნდის მაისურით ჯამში მხოლოდ 37 თამაშში მოუწია მონაწილეობის მიღება.

ცოტა ხნის წინ რიბერიმ Blind-თან საუბრისას აღნიშნა, რომ გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს:

„ამ ეტაპზე მხოლოდ „ფიორენტინაზე“ ვფიქრობ. გუნდისთვის ჩემი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი დრო ამოიწურება, ბუნდესლიგაში გადასვლას არ გამოვრიცხავ.“

შეგახსენებთ, რომ რიბერიმ მისი კარიერის უდიდესი ნაწილი მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა, სადაც სხვა ტიტულების მოპოვებასთან ერთად, 9-ჯერ ბუნდესლიგის, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

დატოვე კომენტარი