რევაზ მაყაშვილი - დარწმუნებული ვარ, სალომე შეძლებს, იყოს სამაგალითო პრეზიდენტი
რევაზ მაყაშვილი - დარწმუნებული ვარ, სალომე შეძლებს, იყოს სამაგალითო პრეზიდენტი

დარწმუნებული ვარ, სალომე შეძლებს, იყოს სამაგალითო პრეზიდენტი, – ამის შესახებ ჯანრი კაშიას შვილიშვილმა რევაზ მაყაშვილმა განაცხადა.

რევაზ მაყაშვილი დარწმუნებულია, სალომე ზურაბიშვილი იმ ადამიანების იმედების გამართლებას შეძლებს, ვინც მხარი დაუჭირა.

„თავისთავად ცხადია, სალომე ზურაბიშვილს თავიდანვე მხარს ვუჭერდი. ჩემმა მოლოდინმა გაამართლა. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც სალომეს მხარი დაუჭირა. დარწმუნებული ვარ, შეძლებს იმ ადამიანების იმედების გამართლებას, ვინც მხარი დაუჭირა.

დარწმუნებული ვარ, სალომე შეძლებს, საუკეთესოდ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო დონეზე და იყოს სამაგალითო პრეზიდენტი. მით უმეტეს ბოლო არჩეული პრეზიდენტია და ქალი პრეზიდენტია“, – განაცხადა რევაზ მაყაშვილმა.