რევაზ ჯაველიძე - კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებზე
რევაზ ჯაველიძე - კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებზე

კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებზე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც რევაზ ჯაველიძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია უნგრეთთან თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში განიხილავს.

„დღეიდან იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ოფიციალურად იხსნება კონფერენცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას და მას ექნება შესაძლებლობა, მიმართოს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, რომელშიც გამახვილდება ყურადღება იმ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. გვექნება შესაძლებლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა უნგრეთთან და ასევე, განხილული იქნება საკითხი, რაც დაკავშირებული არის წლევანდელ წელს გაფართოებულ სამთავრობო შეხვედრასთან, რომელიც საქართველოში იგეგმება უნგრეთის და საქართველოს მთავრობების მონაწილეობით“,- განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.