რევაზ ჩიკოიძე ევროპის პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულია, ქალდანმა ვერცხლის, ყიზილაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. რევაზ ჩიკოიძემ (+90 კგ) – ოქროს, ინა ქალდანმა (-70 კგ) – ვერცხლის, ხოლო ლაშა ყიზილაშვილმა (-90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრების ანგარიშზე ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე ჯამში უკვე ექვსი მედალია.
შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს პარა ძიუდოისტი გიორგი ქალდანი (J2-73 კგ) პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონი გახდა. პარა ძიუდოისტები ზურაბ ზურაბიანი და ნუკრი მიღრიჯანაშვილი (J2-60კგ) კი ბრინაჯოს მედლებს დაეუფლნენ. ხვალ, 10 აგვისტოს პარა ძიუდოში გუნდური შეჯიბრება გაიმართება.
პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები ტურნირზე პარასპორტის ოთხ სახეობაში (ძიუდო, სროლა, მშვილდოსნობა და ტაეკვონდო) 27 პარაათლეტით არის წარმოდგენილი.