რევაზ ჩელებაძე ევრო 2020-ის წილისყრაზე - შეიძლებოდა ბევრად უარესი მეტოქეები შეგვხვედროდა
„კარგია, რომ არც ერთი გრანდი არ შეგვხვდა“ – ასეთი კომენტარი გააკეთა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გამართულ, 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგებზე.
საქართველოს ნაკრები „დ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი არიან.
„გიბრალტარს თუ არ ჩავთვლით, ყველა რთული მეტოქეა, მაგრამ შეიძლებოდა ბევრად უარესები შეგვხვედროდა. ჩვენი მეტოქე არაა არც ერთი მსოფლიოს ჩემპიონი და ბოლო მსოფლიოს არც ერთი ტრიუმფატორი. ეს უკვე დიდი პლუსია. ავცდით საფრანგეთს, გერმანიას, ინგლისს, იტალიას, ხორვატიას, პორტუგალიას, ჰოლანდიას და ესპანეთს. მეორე კალათაშიც დანიაზე უსიამოვნო მეტოქეებიც მეგულებოდა“ – ამბობს რევაზ ჩელებაძე.