Reuters – სირიაში ავიადარტყმას 23 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

18:26, 07.02.2018

სირიაში ავიადარტყმას 23 მშვდობიანი მცხოვრების სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავიადარტყმა დამასკოს მახლობლად, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას რეგიონის დასახლებაზე განხორციელდა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, აღმოსავლეთ ღუტაში ბოლო პერიოდში რუსეთისა და სირიის ავიადარტყმების ინტენსივობა გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე წინა საჰაერო იერიშს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი