Reuters - რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში ათზე მეტი ავიაგამანადგურებელი გაგზავნა
რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში ათზე მეტი ავიაგამანადგურებელი გაგზავნა. SU-27 და SU-30-ის ტიპის მოიერიშეები სევასტოპოლთან ახლოს მდებარე ბელბეკის ბაზაზე გაგზავნეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ანექსირებულ ყირიმში ავიაგამანადგურებლების გაგზავნის გადაწყვეტილება კრემლში მოსკოვსა და კიევს შორის აზოვის ზღვაში ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ მიიღეს. 25 ნოემბერს რუსმა მესაზღვრეებმა სამი უკრაინული გემი და ეკიპაჟის 24 წევრი დააკავეს. ამის შემდეგ უკრაინამ საომარი მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი დონბასში შეჭრას აპირებს. თავის მხრივ, რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ კიევი რუსეთის საზღვრის სიახლოვეს პროვოკაციას გეგმავს.