Reuters - რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმა განახორციელეს
Reuters - რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

თეირანის სამიტის შემდეგ, რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ოპოზიციური ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე 80-ზე მეტი ავიაიერიში იქნა მიტანილი.

Reuters-ის ცნობით, თავდასხმის დროს, სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან ორი ბავშვია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.

იდლიბის პროვინცია სირიაში ამბოხებულების მიერ დაკავებული უკანასკნელი ტერიტორიაა. ასადის რეჟიმი და კრემლი აცხადებენ, რომ რეგიონი ექსტრემისტული დაჯგუფებების ადგილსამყოფელად იქცა. დასავლეთი კი მიიჩნევს, რომ ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

დატოვე კომენტარი