Reuters - კონტრტერორისტული კანონის შერბილებამდე ევროკავშირი თურქეთს სავიზო მოთხოვნებს არ მოუხსნის
Reuters - კონტრტერორისტული კანონის შერბილებამდე ევროკავშირი თურქეთს სავიზო მოთხოვნებს არ მოუხსნის

Reuters-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული კანონის შერბილებამდე ევროკავშირი თურქეთს სავიზო მოთხოვნებს არ მოუხსნის.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, ბრიუსელში თურქეთის სავიზო დოკუმენტებთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს.

„თურქეთი აანალიზებს, რომ მისი ყველაზე სანდო და პროგნოზირებადი მეზობელი ევროკავშირია. არის გარკევული სიგნალები, მაგრამ როდესაც საქმე კანონის უზენაესობას ეხება, ვითარება დამაკმაყოფილებელი ჯერ კიდევ არ არის“, – აღნიშნა ჰანმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც ესწრება.

ბრიუსელში ფიქრობენ, რომ თურქეთის კონტრტერორისტული კანონი ზედმეტად მკაცრია. თურქეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის ყველ კრიტერიუმი შესრულებულია.