Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად ამერიკელთა 32% აფასებს, რაც მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

23:28, 21.09.2026

Reuters/Ipsos-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად ამერიკელთა 32% აფასებს, რაც მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გამოკითხვის თანახმად, ტრამპის საქმიანობას დადებითად რესპუბლიკელთა 73% აფასებს. ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 82% იყო.

ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 17% აფასებს დადებითად ტრამპის პოლიტიკას საარსებო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით. გამოკითხვის მიხედვით, ტრამპის მიერ საარსებო ხარჯების გაძვირების საკითხის მართვას რესპუბლიკელთა უმრავლესობაც უარყოფითად აფასებს, კერძოდ, 51% მის მიდგომას არ ეთანხმება, 44% კი დადებითად აფასებს.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა ოთხი დღის განმავლობაში ჩატარდა და აშშ-ის მასშტაბით 1 277-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილების ზღვარი 3 პროცენტული პუნქტია.

მსგავსი