Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ, დონალდ ტრამპის რეიტინგი 33-დან 35 პროცენტამდე გაიზარდა

13:44, 15.09.2026

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი 33-დან 35%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 63%, მათ შორის 10-დან 4 რესპუბლიკელი და 10-დან 9 დემოკრატი, მიიჩნევს, რომ ტრამპის შეთავაზება შუალედური არჩევნების შემდეგ თითოეული მოქალაქისათვის 5 000 დოლარის გადაცემის შესახებ არარეალისტურია.

კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ჩატარებულიყო გამოკითხვაში 44%-მა – დემოკრატები, ხოლო 37%-მა რესპუბლიკელები აირჩია.

რაც შეეხება ტრამპის მიერ აშშ-ის დედაქალაქში განხორციელებულ სამშენებლო პროექტებს, მათ შორის თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზს, გამოკითხვაში მონაწილე დემოკრატების 91%-მა განაცხადა, რომ ისინი გეგმების წინააღმდეგი არიან, ხოლო რესპუბლიკელებს შორის წინააღმდეგი 1/4 აღმოჩნდა.

მედიის ცნობით, ტრამპის პოპულარობა მას შემდეგ შემცირდა, რაც თებერვალში ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რამაც ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდება შეაფერხა და საწვავის ფასის ზრდა გამოიწვია.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. სულ აშშ-ის 1 143 მოქალაქე გამოიკითხა, ცდომილების ზღვარი კი +-3%-ია.

მსგავსი