Reuters/Ipsos – გამოკითხული ამერიკელების 2/3 სურს, აშშ-მა ირანთან ომი სწრაფად დაასრულოს, ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ კონფლიქტი უარყოფით გავლენას მოახდენს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე

14:22, 01.04.2026

გამოკითხული ამერიკელების 2/3 სურს, აშშ-მა ირანთან ომი სწრაფად დაასრულოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზნები არ იქნება მიღწეული.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც 27-29 მარტს ჩატარდა, გამოკითხულთა დაახლოებით 66% ომის დროულად დასრულებას უჭერს მხარს; 27%-ს მიაჩნია, რომ აშშ-მა ირანში ყველა მიზნის მიღწევაზე უნდა იმუშაოს, მაშინაც კი, თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება; 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის მიხედვით, კონფლიქტის სწრაფად დასრულებას რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა 40% უჭერს მხარს, მაშინაც კი, თუ აშშ-ს მიზნებს ვერ მიაღწევს, ხოლო 57% კონფლიქტის გახანგრძლივების მომხრეა.

ამასთან, სამი მოქალაქიდან ორი მიიჩნევს, რომ მომავალ წელს ბენზინზე ფასი გაძვირდება, ამავეს ფიქრობს რესპუბლიკული პარტიის მხარდამჭერთა 40%.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტს, მათ შორის რესპუბლიკელთა 39%-ს, მიიჩნია, რომ კონფლიქტი ძირითადად უარყოფით გავლენას მოახდენს მათ პირად ფინანსურ მდგომარეობაზე.

როგორც „როიტერი“ წერს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს აშშ-ის ნომბერის დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე, რომელიც გადაწყვეტს, შეძლებენ თუ არა რესპუბლიკელები მცირე უმრავლესობის შენარჩუნებას წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.

„როიტერ“/„იფსოსის“ გამოკითხვაში 1 021 მოქალაქე მონაწილეობდა.

მსგავსი