Reuters-ის ინფორმაციით, რომში გზა ჩაინგრა და რამდენიმე მანქანა ჩაიყოლა

15:25, 16.02.2018

რომში გზა ჩაინგრა და რამდენიმე მანქანა ჩაიყოლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შემთხვევა იტალიის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა.

მომხდარის გამო, რამდენიმე ახლომდებარე შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იმ ადგილის მახლობლად, სადაც გზა ჩავარდა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.

პოლიციამ სამშენებლო კომპანიის ორი წარმომადგენელი დაკითხვაზე წაიყვანა.

მსგავსი