Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცები დაჭრეს
Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცები დაჭრეს

ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცები დაჭრეს. Reuters-ის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა სამხედროებს, რომლებიც ფარვანის პროვინციაში პატრულირებდნენ.

დაღუპულია სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა სამი უცხოელი ჯარისკაცი. მათი ეროვნება არ სახელდება.

თავდასხმა ფარვანის პროვინციაში მოხდა, სადაც ბაგრამის სამხედრო ბაზაა განლაგებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა “თალიბანმა” აიღო.