Reuters - ბოლო გამოკითხვებით, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 5%-ით გაიზარდა
Reuters - ბოლო გამოკითხვებით, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 5%-ით გაიზარდა

რამდენიმეთვიანი მასშტაბური დემონსტრაციების მიუხედავად, ემანუელ მაკრონის რეიტინგი გაიზარდა. ასეთი შედეგები აჩვენა ბოლო გამოკითხვამ, რომელიც Ifop-Fiducial-მა ჩაატარა.

2019 წლის პირველ კვირაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 41 წლის პოლიტიკოსის რეიტინგმა ხუთ პროცენტით მოიმატა და 28 პროცენტს მიაღწია.

2018 წლის ბოლოს, ყვითელჟილეტიანების მოძრაობის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი რეკორდულად დაეცა. დეკემბრის დასაწყისში ჩატარებული სოციალური კვლევის დროს გაირკვა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23 პროცენტი იყო პირველი პირის პოლიტიკით კმაყოფილი.

მას შემდეგ ემანუელ მაკრონი „ყვითელი ჟილეტების“ აქტივისტებთან გარკვეულ დათმობებზე წავიდა. ერთი თვის განმავლობაში პირველი პირი ქვეყანაში არსებული ვითარების გამოსწორებისთვის აქტიურად მუშაობდა.
3-4 იანვარს ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა ათასზე მეტმა ფრანგმა მიიღო.