რესტორატორთა ასოციაციის დირექტორი ინიციატივით გამოდის, რომ აცრილი კლიენტებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს
რესტორატორთა ასოციაციის დირექტორი ინიციატივით გამოდის, რომ აცრილი კლიენტებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს

შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მის საკუთრებაში არსებულ რესტორნებში ვაქცინირებული ადამიანები მომსახურებაზე ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო თანამშრომლები დანამატებს.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, რესტორანში შესვლისას ადამიანმა აცრის საბუთი უნდა აჩვენოს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ინიციატივაში სხვა რესტორნების ჩართულობის მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.

ვაქცინარება არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება. მე პირადად, ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და სტუმრები არიან, ჩემს საკუთრებაში არსებულ რესტორნებში მიიღებენ მომსახურებაზე ფასდაკლებას, თანამშრომლები კი, ხელფასის სახით დანამატს. ეს არ არის არავაქცინირებულების რაიმე კუთხით შეზღუდვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რესტორანში არ მივიღებთ ან ხელფასი არ ექნებათ, უბრალოდ ვაქცინირებულებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება. ყველა რესტორანი თვითონ გააჟღერებს თავის სურვილს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.