რესპუბლიკური საავადმყოფო ხვალიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს
რესპუბლიკური საავადმყოფო ხვალიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) ხვალიდან მხოლოდ ​კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და ხვალ დილიდან ცხელების სიმპტომების მქონე არც ერთ პაციენტს არ მიიღებს.

„მთლიანად დაიცალა რესპუბლიკური საავადმყოფო და ისევ გადავკეთდით კოვიდცენტრად. ჩვენ ცხელების ცენტრიც აღარ ვართ. ხვალ დილიდან არც ერთ ცხელებას არ მივიღებთ. პირდაპირ მივიღებთ კოვიდდადასტურებულ შემთხვევებს და ალბათ უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება. მით უმეტეს, შემთხვევები, რომლებიც არის მსუბუქი, შეგვიძლია, მივიღოთ კოვიდსასტუმროებში. კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ კოვიდშემთხვევებთან“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.

დატოვე კომენტარი