რესპუბლიკურ საავადმყოფოში​ კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

22:32, 20.05.2020

რესპუბლიკურ საავადმყოფოში​ კორონავირუსისგან ექვსი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, საავადმყოფო ხვალ შესაძლოა, ერთი ოჯახის ოთხმა წევრმა დატოვოს. ამასთან, ხვალ სამედიცინო დაწესებულებაში „კოვიდ 19“-ზე ათი პირისთვის ჩატარებული ტესტის პასუხიც გახდება ცნობილი.

კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 42 პაციენტია მოთავსებული.

მსგავსი