რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 17 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 62 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 39 კორონავირუსითაა ინფიცირებული.
თეა თავართქილაძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 17 ტესტის პასუხს ელოდებიან.
„ამ ეტაპზე ახალი კოვიდდადებითი პაციენტი არ გვყავს. ჩვენს კლინიკაში 62 პაციენტია, 39 არის კორონავირუსით ინფიცირებული. ერთ-ერთი პაციენტი გადმოყვანილია კვლევაზე ინფექციური საავადმყოფოდან და მეორე დღეა ჩვენთან აგრძელებს მკურნალობას. მას ესაჭიროებოდა ერთ-ერთი ენდოსკოპური კვლევა, რომელიც ჩვენს კლინიკაში ჩაუტარდა. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა მათგანი არის სპონტანურ სუნთქვაზე. დღეს ველოდებით 17 ტესტის პასუხს“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში საავადმყოფოს გამოჯანმრთელებული პაციენტები ეყოლება.
„ამ ეტაპზე სამი პაციენტის რეტესტირების საკითხი დგას. სავარაუდოდ, გვეყოლება პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტები ამ კვირაში“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.