რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენთან რჩება ცხრა პაციენტი. გუშინ გვყავდა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი. ცხრავეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენდა საბედნიეროდ, არც ერთ პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები და რეანიმაციაში არ მკურნალობენ, ინტენსიური თერაპიის და სომატურ პალატებში არიან მოთავსებულნი.

გარდა ამისა, სულ „ცხელების ცენტრში“ არის 30 პაციენტი, მათი მდმგომარეობაც დამაკამყოფილებელია. დღეს 10 პაციენტს უკეთდება ტესტირება, აქედან ხუთი არის რეტესტირების რეჟიმში. მძიმე პაციენტი არ გვყავს“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

დატოვე კომენტარი